23.11.2024

საქართველოში მაჩეი ბარტკოვსკის ლექცია – “არაძალადობრივი წინააღმდეგობა” გაიმართება

“საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” ორგანიზებით, საქართველოში 29 ნოემბერს, მაჩეი ბარტკოვსკის ლექცია“არაძალადობრივი წინააღმდეგობა” გაიმართება.

“სამოქალაქო წინააღმდეგობის წარსულმა და უახლესმა მაგალითებმა შექმნა საფუძველი ვიკითხოთ – სად არის ან/და რომელია რეალური პოლიტიკური ძალაუფლება?
ეს იქნება ლექცია, ერთი შეხედვით ისეთი კონფლიქტური გარემოებების შესახებ, რომელთა შეცვლაც და მოგვარებაც წარმოუდგენლად მიგვაჩნია მანამ, სანამ არ შევძლებთ და არ შევცვლით;

ასევე, ვისაუბრებთ იმაზე თუ რა უნარჩვევები და წინააღმდეგობის არაძალადობრივი მექანიზმები/მეთოდები ესაჭიროება ორგანიზებულ მოსახლეობას, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილების მისაღებად.

ეს ლექცია მსმენელებს საშუალებას მისცემს არაძალადოვრივი წინააღმდეგობის სფეროს/დარგს და სამოქალაქო წინააღმდეგობის საერთაშორისო პრაქტიკასაც გაეცნონ.

 ხაზი გაესმება და აქცენტები გაკეთდება რელევანტურ მოვლენებსა და შემთხვევებზე, ასევე, სამოქალაქო წინააღმდეგობის ელემენტებსა და ისტორიულ წყაროებზე;

ასევე, ჩავუღრმავდებით მის ზოგად ეფექტურობასა და სამოქალაქო მოძრაობების წარმატებისა და წარუმატებლობის ფაქტორებსაც;

განვიხილავთ სამოქალაქო წინააღმდეგობის სტრატეგიებსა და ტაქტიკებს, ისევე, როგორც სტრატეგიული დაგეგმვის ინსტრუმენტებს, რომლებიც წარმატებული სამოქალაქო წინააღმდეგობის გააზრებაში დაგვეხმარება;

 ლექცია ერთი საათი გაგრძელდება, ხოლო კითხვა-პასუხის რეჟიმი 40 წუთი შენარჩუნდება (ჯამში 100 წუთი);

ლექციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა 40-ია:

რეგისტრაცია დასრულებულად გამოცხადდება, როგორც კი რეგისტრირებულთა რიცხვი 40-ს მიაღწევს;

 ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ლექციაზე დამსწრეთა მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მოცემულია ამ ბმულზე: https://forms.gle/rpByR95MitHMR6aZ6 ” – აღნიშნულია საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img