საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, მამაკაცის ანაზღაურება ქალისას 1.44-ჯერ აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი, საქართველოში მამაკაცების ანაზღაურება ქალების ანაზღაურებას აღემატება.
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.