03.12.2024

სემეკი – გადამოწმების შედეგად, „თელასისა“ და „თელმიკოს“ დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა

გადამოწმების შედეგად, „თელასის“ და „თელმიკოს“ დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა – ვაპირებთ, უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი , – ამის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან 100-მდე განცხადება შემოვიდა და შესწავლის პროცესში ვართ, ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი თუნდაც საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და მათ შორის იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც გაგვიჩნდა. ერთადერთი სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ სწორი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამ გზით უნდა დავადგინოთ სიმართლე, თუ რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა ის პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიგვითითებენ“, – განაცხადა ფანგანმა.

მისივე თქმით, ასევე დასადგენია დარღვევის მასშტაბი და ხარისხი.

„ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი გვაქვს სისტემურ დარღვევებთან, რადგან ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც მარტივი ჯარიმით შეიძლება იქნას აღმოფხვრილი. სწორედ ამიტომ, ყველა სცენარი განიხილება. გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს და როგორც ვიცით, სერიოზულ დარღვევასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად კომპანიებისგან მივიღეთ.

როგორც ცნობილია, გადამოწმების შედეგად, „თელასის“ და „თელმიკოს“ აბონენტთა 0,1% -ის შემთხვევაში, დაახლოებით 700 აბონენტთან დადგინდა გარკვეული შეცდომები, რომელიც უკვე გასწორებულია – ეს მონაცემები გამოვითხოვეთ კომპანიებისგან. მათ გადაამოწმეს ის საეჭვო დარიცხვები – ეს არის მათი მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ უშუალოდ გვსურს შესვლა და ბილინგის ბაზების ნახვა. ვაპირებთ, რომ უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი. ამისთვის შეირჩა ჩვენ თანამშრომელთა ძალიან დიდი ჯგუფები, რომლებიც ორივე კომპანიაში ერთდროულად შევა“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img