რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინას გადაეცეს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება. ლავროვმა იდეას „ქურდობა“ უწოდა.
„ქურდობა, რომლის დაფარვასაც არ ცდილობენ“ , – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დასავლეთისთვის ასეთი ქმედება უკვე ჩვევად იქცა.
ლავროვმა მაგალითად ავღანეთის აქტივების გაყინვასთან დაკავშირებული სიტუაცია მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ გამოიყენონ არა ავღანეთის მოსახლეობის საჭიროებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული აღდგენასთან.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.