თუ საქართველოს სურს ნორმალურად იცხოვროს რუსეთთან ერთად, ისე, როგორც თავის მეზობელთან, მოსკოვი მზად არის ურთიერთობის აღსადგენად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
“თუ საქართველს ნამდვილად სურს ჩვენთან, როგორც მეზობელთან ერთად ნორმალური ცხოვრება და არა დასავლეთის მფარველობის შენარჩუნების მიზნით, რუსეთთან თამაში, ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს”, – განაცხადა ლავროვმა.
“ჩვენ გგვქონდა განზრახვა მეზობელი საქართველოსთვის გვეპასუხა, როდესაც მათ ჩვენი მოქალქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. თავდაპირველად, მაინც ვაკვირდებოდით იმას, რაც იქ ხდებოდა, და რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავდით და ვუკრძალავთ საქართველოში წასვლას. ჩვენ მზად ვიყავით უვიზო რეჟიმი შემოგვეღო საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგრამ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი. უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც ჩავიდა თბილისში საპარლამენტთაშორისო ასაამბლეის სხდომაზე”, – აღნიშნა ლავროვმა.