26.11.2024

შეყვარებულის უარის გამო, მაღალი ძაბვისბოძზე ასული ბიჭი შესაძლოა, 2500 ლარით დაჯარიმდეს

შეყვარებულის უარის გამო მაღალი ძაბვის ბოძზე ასული ბიჭი, შესაძლოა 2500 ლარით დაჯარიმდეს. სასამართლო პროცესი ზუგდიდში ხვალ გაიმართება. უცნობია მოსამართლე რომელ ჯარიმას გაითვალისწინებს, თუმცა, საქართველოში თვითმკვლელობის მცდელობა 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო კომენდანტის საათის დარღვევა 2000 ლარით.

რამდენიმე საათის წინ, ზუგდუდში, მდინარე შხოუშას სანაპიროზე, თეთრი გიორგი ქუჩაზე, მაღალი ძაბვის ბოძზე 19 წლის ბიჭი ავიდა და გადმოხტომა სცადა.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ, სანამ თვითმკვლელობას ეცდებოდა, სახლში იჩხუბა. ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბის მიზეზი ახალგაზრდა ბიჭისთვის შეყვარებულის მიერ ნათქვამი უარი გახდა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, ახალგაზრდა მაღალი ძაბვის ბოძიდან ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ ფაქტის გამო, მთელ ზუგდიდში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img