„ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს.
„შვიდი თვეა რაც “ქართულ ოცნებას” შემოვუერთდი. დაძაბული შვიდი თვე. ყველა კრიტიკული გადაწყვეტილების დამსწრე, მოწმე და მონაწილე.
ამ შვიდმა თვემ დამარწმუნა, რომ “ქართული ოცნება” დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს. “ქართული ოცნება” ყველაზე ქართული და, ამიტომ, ყველაზე ევროპული პარტიაა.
ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში.”-წერს შალვა პაპუაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანიც გახდა.