შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდესმა ხელი მოაწერა NATO-ში წევრობის განაცხადს. ამ გადაწყვეტილებამ შევდეთის ათწლეულების სამხედრო ნეიტრალიტეტი დაასრულა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც შვედეთისთვის საუკეთესოა.
“არ ვიცით, რამდენი დრო დასჭირდება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ერთ წლამდე იქნება საჭირო”, – თქვა მინისტრმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა NATO-ში უნდა შევიდეს მეზობელ ფინეთთან ერთად, რათა “შვედი ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყონ”.