ამ წუთებში ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
“მთავარის” ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ახალგაზრდა კაცი აპირებს გადმოხტომას. ამ წუთებში სამართალდამცავებმა კორპუსის ეზოში გასაბერი ლეიბი მიიტანეს, თუმცა ახალგზრდა კაცი ჯერჯერობით გადმოხტომას არ აპირებს. მას დაკეტილი აქვს ბინის კარი და სამართალდამცავებს არ უშვებს.
მედიის ინფორმაციით, კაცი გუშინ, ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული.