„თალიბანის“ მიერ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულზე კონტროლის დამყარების შესახებ განცხადების შემდეგ, ასობით მცხოვრებელი ავღანეთის დატოვებას ცდილობს.
მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სახლებს და უკან დაბრუნების ეშინიათ. როგორც მედია წერს, ქალაქის ცენტრში სრული ქაოსია, საჯარო სამსახურები არ მუშაობს, მაღაზიები დახურულია და გზებზე საცობებია.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მათ, ვისაც ავღანეთის დატოვება სურთ, წასვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. მათ მოუწოდეს ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ ავღანეთიდან უცხოელებისა და ავღანეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამგზავრებას. აღნიშნულს 60-ზე მეტი ქვეყანა ეთანხმება.
ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტში სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.