ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალიას თქმით, “ლიცენზირების შესახებ” კანონის ახალი პუნქტების მიხედვით, 2022 წლის 1 აპრილიდან დიდი ზომის პანსიონების საჭიროება აღარ იქნება.
“2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომლებიც დიდი ზომის ინსტიტუცების დახურვას მოიაზრებს და ბავშვთა ზრუნვის სტანდარტების დაკმაყოფილებას. პრინციპში, გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. ვმუშაობთ იმ ბავშვებზე, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და ოჯახებში გადაგვყავს. ძალიან რთულია, ახლა ვადები რომ დავასახელო, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით და არ არის სრულად შეფასებული ყველა ბავშვის საჭიროება, ისევე როგორც მათი შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვა”. – თქვა საპატრიარქოში სასულიერო პირებთან ხელისუფლების, კარლ ჰარცელთან და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ.