AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირი არ დადასტურდა – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის არ არსებობს და იმავეს მიუთითებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაც, რომელიც აღნიშნულ კავშირს უარყოფს.
“დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს და თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.
თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე, სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca-ს ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს,” – აცხადებს თამარ გაბუნია.