23.11.2024

თამარ გაბუნია – ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი და სიკვდილობის მომატებული რაოდენობა შესაძლოა, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი 10-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

„ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან“, – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img