“თბილისი პრაიდის” კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.
ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მიაყენეს.
დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი, მათ შორის ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ოპერატორი.
პოლიცია ცდილობს ჟურნალისტები და ოპერატორები ტერიტორიიდან განარიდონ.
ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს.