პარლამენტის წინ შეკრებილი “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე, მოძალადე ჯგუფები ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტი რატი წვერავა და ოპერატორი სულხან ელბაქიძე ერთ-ერთ სასულიერო პირთან გასაუბრებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათზე განხორციელდა თავდასხმა.
“რამდენიმე ათეული ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. კითხვის დასასმელად მივდიოდით. ახლა პოლიციის ავტომობილში ვართ. სრულად დამტვრეულია ინვენტარი, დაკარგული გვაქვს პირადი ნივთებიც”, – განცხადა “ფორმულასთან” რატი წვერავამ.