“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ამ წუთებში, “სირცხვილიას” ოფისთან მივიდნენ. ისინი სადარბაზოში არიან და ოფისის დარბევას აპირებენ. ისინი შენობის მიმართულებით ბოთლებსა და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. აღნიშნულის შედეგად შენობა დაზიანდა, ჩამსხვრეულია შუშები.
ადგილზე იმყოფებოდა ტელეკომპანია “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი. სასტიკადაა ნაცები ოპერატორი. მას თავდასხმის დროს ლაივი გაეთიშა. მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.