„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან მივიდნენ და შენობას კვერცხები ესროლეს.
ისინი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდნენ.
ამ წუთებში კი „თბილისი პრაიდის” მოწონააღმდეგეები პარლამენტის წინ მიემართებიან, სადაც მათი მომხრეების ნაწილი იმყოფება.