თბილისში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა.
მერიის შესაბამისი სამსახურები გეოლოგებთან ერთად ოპერატიულ რეჟიმში მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტს შეიზღუდა.
ვიდეო ლაშა სუხიაშვილის ფეისბუქ გვერდიდან