23.11.2024

თენგიზ ცერცვაძე – როცა ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, რეგულაციების შემსუბუქება ვერ მოხდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი ვერ იქნება.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% მაინც აიცრება და პირბადის მაჩვენებელი 95% იქნება.

“ახლა 2% გვყავს აცრილი მოსახლეობის და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ. ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც ალბათ შემსუბუქდება, დაპატარავდება კომენდანტის საათის ინტერვალი. თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და მინისტრმა ბრძანა, რომ თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე”, – ამბობს ცერცვაძე.

ცერვაძის განცხადებით, ვაქცინაცია პირდაპირაა დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნასთან. 

“ახლა ძალიან რომ გვშურს ისრაელის და რომ წერენ, აი, ასეთი უნდა ქვეყანა და ასეთი მთავრობაო. იმას კი არ წერენ, რომ მთავრობა კი არ უნდა ასეთი, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება უნდა ასეთი, ისრაელს სამი თვის წინ ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ჰქონდა. კომპეტენტურმა ინსტიტუტებმა დაითვალეს, რომ ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი ნიშნავს ერთი ადამიანის გადარჩენას. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენთან უკვე 40 000 ადამიანია აცრილი, ჩათვალეთ 200 კაცი პირდაპირ გადარჩა”, – ამბობს ცერცვაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img