COVID19-ის სამკურნალოდ მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება აბების სახით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, ამ მედიკამენტების კლინიკური გამოცდა თითქმის დასრულდა და დადასტურებულია, რომ წამალს ინფექციის გართულების რისკები 50%-დან 90%-მდე შეუძლია შეამციროს.
„ეს მედიკამენტები, როგორც კი პაციენტს დაუსვამენ დიაგნოზს, თუ მაშინვე დაიწყებს მიღებას, ვისაც აქვს დამძიმების რისკები, ან ასაკობრივი, ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სახით, 50%-დან 90%-მდე ამცირებს მათი დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამისად სიკვდილობის რისკს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში.
მისივე თქმით, საქართველო Covid 19-ის სამკურნალო აბებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს