”ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში, ძალიან სახიფათო გამოსვლა ჰქონდა ყოფილ-პრემიერს” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რითიც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციას ეხმაურება.
„დემოკრატიული განვითარების წესრიგად და ქაოსად გაყოფა ამ ქვეყანაში ჯერ არავის გაუბედავს! ეს ძალიან საშიში და რუსული ნარატივი მთლიანად ტყუილი და მანიპულაციაა, და სინამდვილეში სწორედ დემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გაბრძოლების უსუსური მცდელობა ყოფილი, თუ სულით და გულით პოლიციელად დარჩენილი კაცისგან .
— დემოკრატიას არსად მოუტანია ან მოაქვს ქაოსი!
— დემოკრატია ძლიერ, ნდობით აღჭურვილ და მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტებს ეფუძნება!
— ქაოსი სუსტი და ნდობადაკარგული ინსტიტუტების შედეგია!
— შესაბამისად, ავტოკრატიების და დიქტატურების!
კიდევ ერთხელ, ვუსმენდი და უფრო ცნობილი ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიის საუბრები გამახსენდა.
2-3 კაცი ხართ მანდ საიმედო და რთულია ვიცი, მაგრამ მაინც აუხსენით”, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.