24.11.2024

თორნიკე შარაშენიძე – აქციებს რომ შედეგი არ მოაქვს, ამას დიდი ხანია ვხედავთ

პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, მხოლოდ აქციების გამართვა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციისთვის შედეგს ვერ გამოიღებს და ოპოზიციამ აქციების გამართვის პარალელურად, დასავლეთთანაც უნდა იმუშაოს.

„აქციებს რომ შედეგი არ მოაქვს, ამას დიდი ხანია ვხედავთ. ალბათ, გეგმავენ აქციების პარალელურად დასავლეთთან მუშაობასაც და აქციები მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. მარტო აქციების გამართვა რომ შედეგს არ მოიტანს, ჩვენ ეს ვნახეთ. დავუშვათ, ისევ იმდენივე ადამიანი შეკრიბეს, როგორც რამდენიმე დღის წინ თბილისში, მერე დაიშალნენ და ამას რეალურად არანაირი შედეგი არ მოჰყვა, სამაგიეროდ, დაიხარჯა ბევრი ფული. კიდევ რომ დაუძახონ ამ ხალხს მოდითო, ხალხი ხომ იფიქრებს რატომ მივიდეთ, როცა მხოლოდ ვიღაცებს ვუსმენთ, ტაშს ვუკრავთ და ვიშლებით?! ეს რეალურად ჩიხური სიტუაციაა. ეს კარგად იციან პოლიტიკურმა ლიდერებმა. გავიდა ის დრო, რომ პარლამენტში ან კანცელარიაში შევარდე. რომც შევარდე, მერე ამას რა მოჰყვება? ეს ხომ არ არის 2003 წელი? შესაბამისად, არიან იქ, სადაც არიან. ისიც მეეჭვება, რომ დასავლეთთან მუშაობის და აქციების გარდა კიდევ რამე გამოსავალი არსებობდეს მათთვის ამ ეტაპზე. სხვა ალბათ, არც არაფერი არსებობს, რომ არსებობდეს, ამას აქამდე გააკეთებდნენ“, – განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა თავისი ამომრჩევლის მობილიზება, ეს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით გააკეთა.

„თუმცა, როცა ამომრჩევლის 50% სახლში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა ვერანაირად ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობა. „ლელოს“ და სხვა პარტიების ამომრჩეველიც რომ მიიმხროს, მას მაინც არ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება. 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე. შესაბამისად, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების გზით სურს „ოცნების“ დამარცხება, უნდა მიიმხროს ნეიტრალური ამომრჩეველი და მიიყვანოს არჩევნებზე. თუ ასე გააგრძელა, ვერც მოიგებს ნეიტრალური ამომრჩევლის გულს, რადგან მათ ან დასცინიან, ან აბულინგებენ, ან მორალს უკითხავენ“, – განაცხადა შარაშენიძემ “ინტერპრესსნიუსთან”.

ექსპერტის შეფასებით, 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ქცევაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img