23.11.2024

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდმა „იფეთქა“ – 6 ბრიტანელი სპორტსმენი თვითიზოლაციაშია, ამერიკელი ჩოგბურთელი კი თამაშს გამოეთიშა

ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე ექვსი ბრიტანელი სპორტსმენი და ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდნენ იმ პირის კონტაქტები, რომელსაც იაპონიაში გაფრენის დროს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რვავე სპორტსმენზე ტესტის შედეგი, რომელიც აეროპორტში გაუკეთეს, უარყოფითი იყო და ამჟამად ბრიტანული დელეგაციის სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

პირი, რომლის ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა, დელეგაციის შემადგენლობაში არ იყო.

დიდი ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელმა მარკ ინგლენდმა განაცხადა, რომ ახალი ამბები გულდასაწყვეტია. “ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მათ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი მალე შეძლებენ ვარჯიშის განახლებას”, – თქვა მან.

დაგეგმილი ტოკიო 2020-ის თამაშები დაიწყება პარასკევს, მაგრამ Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევების მზარდი რიცხვი ზრდის შეშფოთებას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ მასპინძლობა მიმდინარე პანდემიის დროს.

გაზაფხულზე, იაპონიამ პანდემიის მეორე ტალღა გადაიტანა. ქეისების შემცირება ივნისში დაიწყო, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში კვლავ გაიზარდა.

უახლოეს დღეებში 200-ზე მეტი ქვეყნის გუნდი ჩამოვა ქალაქში. IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, პარასკევის მდგომარეობით 15 000-ზე მეტი ოლიმპიელი ჩამოვიდა იაპონიაში. ოლიმპიური სოფელი, რომელიც 21 საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება, დაახლოებით 11 000 სპორტსმენს მიიღებს.

ოლიმპიური სოფელი აღჭურვილია Covid-ის ტესტირების ცენტრებით, სადაც აუცილებელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. Covid-ზე ყოველდღიურად მოხდება სპორტსმენების მონიტორინგი და ტესტირება; თუ ვინმეს კორონავირუსი დაუდასტურდება, მას გადაიყვანენ იზოლირებულ განყოფილებაში ოლიმპიური სოფლის გარეთ და ვერ შეძლებს შეჯიბრებას.

დაფიქსირდა Covid-19-ის 50-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რომლებიც დაკავშირებულია თამაშებთან. სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ასოციაციის თანახმად, კვირას, სამხრეთ აფრიკის ოლიმპიური ფეხბურთის გუნდის სამ წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში ჩასვლის შემდეგ. ასოციაციის თანახმად, მთელი გუნდი ახლა კარანტინშია.

რამდენიმე გამოჩენილი სპორტსმენი ასევე გამოეთიშა თამაშებს. მაგალითად ამერიკელ ჩოგბურთელ კოკო გაუფს და NBA-ს ვარსკვლავ ჩემპიონ ბრედლი ბილს არ შეუძლიათ თამაშებში მონაწილეობა. გაუფის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

IPRESS.GE

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img