24.11.2024

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას საქარველოს სახელით სპორტის 11 სახეობაში 35 ათლეტი მიიღებს

ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას საქარველოს სახელით სპორტის 11 სახეობაში 35 ათლეტი მიიღებს.

სპორტსმენები იაპონიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრებიან, იქამდე კი გაცილების ცერემონია ოლიმპიურ სოფელში გაიმართა. საქართველოს ოლიმპიურმა და პარალიმპიურმა დელეგაციებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც მათ აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მიმართეს. მთავრობის გადაწყვეტილებით,  ოლიმპიადიდად დაბრუნებული ჩემპიონები მილიონი ლარით დაჯილდოვდებიან.

იაპონიაში ქართველი სპორტსმენები ძირითადად ისეთ ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა და მძლეოსნობა.


ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს. პარაოლიმპიური თამაშები კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება და საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში 16 სპორტსმენი იასპარეზებს

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img