25.11.2024

ტყიბულელი მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულელი მეშახტეები გაიფიცნენ. ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, პარალიზებულია მინდელის შახტა. გაჩერებულია ტრანსპორტის უბანი. გაფიცულია 200-ზე მეტი ადამიანი.

შახტის გაფიცული თანამშრომლები ფიქსირებული ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.

“მედიატორი ჩამოსული იყო, შეხვედრაც მოვაწყვეთ, მაგრამ მაინც უარი მივიღეთ. ჩვენ ვითხოვთ ფიქსირებული ხელფასის მომატებას. ისინი გვთავაზობენ ბონუსს. ვერ გავარკვიეთ, რაში აისახება ბონუსი, ვერაფერი გავიგეთ. ბონუსი გამოდის 40-45 ლარი, რაც საკმარისი არ არის. როგორც კი დაგვაკმაყოფილებენ, დავბრუნდებით სამსახურში. იქამდე ვიქნებით ქუჩაში. მარტო “მაზოლები” ხომ არ უნდა დაგვრჩეს ხელებზე”. – ამბობს მემანქანე ბესიკ სეფერთელაძე. 

შახტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მათი პოზიცია ცნობილი ამის შემდეგ გახდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img