23.11.2024

წყლის მილი გაზის სისტემას მიუერთეს და წყალი შეუშვეს

“თბილისი ენერჯის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ წერენ, საიდანაც ირკვევა, რომ ხელოსანმა წყლის გამათბობელი არასწორად დაამონტაჟა და წყალი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა.

“კიდევ ერთი უყურადღებობის ამბავი, რის გამოც ამ სუსხიან ღამეში გაზის გარეშე 32 აბონენტი დარჩა. გლდანში, მესამე მიკრო რაიონის მე-5 კორპუსის მცხოვრებლები ამ ღამეს სუსხიან ღამეს გაზის გარეშე დარჩნენ. მიზეზი მათი მეზობლის დაუდევრობაა, რომელმაც შემთხვევით, ან არაპროფესიონალი ხელოსნის წყალობით, წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა. ხვალამდე კორპუსის მცხოვრებლებს გაზის გარეშე მოუწევს ყოფნა, რადგან ჩართვამდე სრულად უნდა გამოიდევნოს წყალი კორპუსის გაზის მილებიდან. ნუ ანდობთ არაპროფესიონალებს წყლის გამაცხელებლების და გაზის გამათბობლების მონტაჟს. ეს საშიშია.”

წერს კომპანია “თბილისი ენერჯის” ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img