როგორც ცნობილი ხდება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობას განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს მხოლოდ უფლება საქართველოში რუსული ან/და ჩინური ვაქცინის შემოტანისთვის.
“წინასწარი მალაპარაკებების შედეგად ჩვენ და კერძო სამედიცინო კომპანიები მზად ვართ, მაქსიმალურად რეალურ დროის ფარგლებში ქვეყანაში შემოვიტანოთ ჩინური, ან თუნდაც რუსული კოვიდ ვაქცინის 100.000 ორმაგი დოზა, სახელმწიფოს ფინანსური დახმარება/მონაწილეობის გარეშე, ამისათვის გვესაჭიროება მხოლოდ ნებართვა” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიაპლატფორმა bm.ge ავრცელებს.
წინასწარი მალაპარაკებების შედეგად ჩვენ და კერძო სამედიცინო კომპანიები მზად ვართ, მაქსიმალურად რეალურ დროის ფარგლებში ქვეყანაში შემოვიტანოთ ჩინური, ან თუნდაც რუსული კოვიდ ვაქცინის 100.000 ორმაგი დოზა
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მათ ინიციატივას ტურიზმის, როგორც გაკოტრების პირას მყოფი სექტორის გადარჩენით ხსნიან. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წერდა უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების მხრივ საქართველო ტურიზმით რუსეთზე მართლაც არის დამოკიდებული. 2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯეს, თუმცა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები.
ვიზიტზე საშუალო ხარჯვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აშშ-ს (3 813 ლარი), რომელსაც მოსდევს საუდის არაბეთი – 3 632 ლარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები – 2 453 ლარი, გაერთიანებული სამეფო – 2 438 ლარი, ჩეხეთი – 2 142 ლარი, საფრანგეთი – 2 101 ლარი და სხვა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების დანახარჯი საშუალოდ 1 282 ლარს შეადგენს.
აქ, საყურადღებოა რომ გარდა ტურისტული ნაკადისა ტურ-ოპერატორების დიდ ნაწილს პარტნიორებად სწორედ რუსული კომპანიები ჰყავთ შერჩეული. ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის 14 თებერვალს ერთი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით საკმარისი საფუძველი გახდა, რომ რუსულ ცენტრალურ მედიას ის სრულიად საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვად გაესაღებინა და ქვეყანა საქართველო, მუხლებზე დავარდნილ, დაბეჩავებულ, მათხოვარ ქვეყანად წარმოეჩინა.