23.11.2024

Twitter-მა ილონ მასკს სასამართლოში უჩივლა

კომპანია Twitter-ი მილიარდერ ილონ მასკს სასამართლოში უჩივის, იმის გამო რომ მან სოციალურ ქსელის ყიდვაზე უარი თქვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Twitter-ის ხელმძღვანელობას სურს, რომ სასამართლომ Tesla-სა და SpaceX -ს მეთაურს გარიგების ბოლომდე მიყვანის ვალდებულება დააკისროს. მოსარჩლეები მასკს იმაში ადანაშაულებენ, რომ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, „ის მიიჩნევს, რომ უფლება აქვს გადაიფიქროს, გაანადგუროს კომპანია, დაარღვიოს მისი მუშაობა, გააბათილოს მისი საბირჟო ღირებულება და წავიდეს“.

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვაზე უარი ივლისის დასაწყისში თქვა, იმ საბაბით, რომ კომპანიამ სოცქსელში ბოტებისა და სპამ-ანგარიშების დამოუკიდებელი შეფასებისთვის საჭირო მონაცემები არ მიაწოდა. Twitter-ში კი ამბობდნენ, რომ მასკს მონაცემების უმეტესობაზე წვდომა ჰქონდა, თუმცა არა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც ანგარიშების რეალობის დასადგენადაა საჭირო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img