22.09.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინა – 24 თებერვლიდან დღემდე 11 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე 11 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.

თავდაცვის უწყების განცხადებით, უკრაინელების მიერ განადგურებულია:

985 ჯავშანტრანსპორტიორი,

285 ტანკი,

44 თვითმფრინავი,

48 ვერტმფრენი,

109 საარტილერიო სისტემა,

50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა,

21 საჰაერო თავდაცვის საშუალება,

447 საავტომობილო აღჭურვილობა,

2 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა,

60 საწვავი ავზის მანქანა,

4 უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური “დრონი”.

როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ, ლუგანსკის რაიონის სოფელ ბრიანკას ცენტრალურ საქალაქო საავადმყოფოში რუსეთის საოკუპაციო ძალების 650-ზე მეტი დაჭრილი გადაიყვანეს. მათი უმრავლესობა პოპასნას მიმართულებიდანაა.

ყველა მათგანი ძირითადად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა სტაციონარში ვაკანსიების უქონლობის გამო, ოკუპანტები, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, სამედიცინო დაწესებულებაშიც კი არ შეჰყავთ და პირველადი დახმარების მიღების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ძალებიდან შეიარაღებული კოლონით საბრძოლო ხაზში შემდგომი საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად გადაჰყავთ, როგორც „ქვემეხის საკვები“.

,,ცნობილია, რომ მე-6 ცალკეული მოტომსროლელი პოლკის პირადი შემადგენლობა შეშინებული და დემორალიზებულია და დეზერტირების გზებს ეძებს.

მონაცემების განახლება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

ამასთან, უკრაინელები მტკიცედ იკავებენ გარკვეულ პოზიციებს და ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობას“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ტვინს, შესაძლებლობებსა და მომავალს

ნაწილი I: ტვინის ცვლილებები ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად თანამედროვე სამყაროში მუდმივი ტექნოლოგიური კომუნიკაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. კვლევები აჩვენებს, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img