უკრაინის ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მონიტორები აღარ მუშაობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შესაძლოა ნიშნავდეს რადიაციის გავრცელების კონტროლის “მნიშვნელოვან გაუარესებას”, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო აღნიშნავს, რომ რეგიონში აღარ არიან მეხანძრეები, რათა დაიცვან ტყეები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, დაბინძურებული იყო.
24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. მას შემდეგ მათ პერსონალი მძევლად ჰყავთ აყვანილი.