21.11.2024

უკრაინამ შეავსო კითხვარი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – პრეზიდენტის აპარატი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, იგორ ჟოვკვამის განცხადებით, უკრაინამ შეავსო კითხვარი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„ერთი კვირა მიილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტი, რომელიც ქალბატონმა ურსულამ ფონ დერ ლაიენმა მოგვიტანა, უკრაინულმა მხარემ შეავსო“, – განაცხადა ჟოვქვამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ ევროკავშირი მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციას, აკმაყოფილებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს.

„ველოდებით, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას, აღნიშნული რეკომენდაცია დადებითი იქნება, რის შემდეგაც „ბურთი“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარეს იქნება“, – განაცხადა ჟოვკვამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img