უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მდებარე ბაზაზე 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს და ქალაქში არსებული 4 რუსული სამხედრო ბაზიდან 1 სრულად გაანადგურეს.
გარდა ამისა, ფიოდოროვის თქმით, უკრაინელებმა შეძლეს საბრძოლო მასალით დატვირთული რუსული ჯავშანტექნიკა რელსებიდან გადაიყვანეს.
“ახლა რუსები ცდილობენ, მოახდინონ პროვოკაციები და თქვან, რომ უკრაინელებმა ესროლეს მშვიდობიან მოსახლეობას საცხოვრებელ რაიონებში და დაანგრიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასე არ ყოფილა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მელიტოპოლში დაბრუნდეს მშვიდობიანი ცხოვრება და უკრაინული სახელმწიფოებრიობა”. – ამბობს ივან ფიოდოროვი.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“ იტყობინება, საჰაერო იერიში მელიტოპოლში იმ არეალში იქნა მიტანილი, სადაც ქალაქის აეროპორტი მდებარეობს, თუმცა, მედიასაშუალებას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.