უმაღლესმა რადამ უკრაინაში რუსეთის ჯარის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
რეზოლუციას “რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის გენოციდის შესახებ”, რადას 363-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციას საფუძველში მართ შორის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები დაედო, რომლის ფარგლებშიც “ისინი არაერთხელ აცხადებდნენ, რომ უკრაინელ ხალხს თვით იდენტიფიცირების უფლება არ აქვს, ასევე რუსეთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკა უკრაინის დეუკრაინალიზაციის თაობაზე”.
რეზოლუციაში დეპუტატებმა ასევე მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები.