24.11.2024

უსუფაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდებით იმ დღის წესრიგით, რომელიც ჩემი ვარაუდით, ორშაბათისთვის მზად იქნება – ხვალ არ ვიცი, რა შეხვედრაზეა საუბარი, არც მივუწვევივარ ვინმეს

პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდებით იმ დღის წესრიგით, რომელიც ჩემი ვარაუდით, ორშაბათისთვის მზად იქნება, ესაა გეგმა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა – ხვალ არ ვიცი, რა შეხვედრაზეა საუბარი, არც მივუწვევივარ ვინმეს,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა უნდა გაიმართოს არა ცალკე აღებულ ერთ რომელიმე პუნქტზე, არამედ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია პარლამენტის დღის წესრიგი იმისათვის, რომ ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულოს. უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ასეთი გეგმა რამდენიმე დღეში მზად ექნებათ.

„საქმიანი საუბრებისთვის ჩვენ ყველასთან მზად ვართ და ვიქნებით. საქმიანი საუბარი კონკრეტულად პარლამენტის კედლებში ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა ეხებოდეს არა რომელიმე ერთ პუნქტზე საუბარს, არამედ სამოქმედო გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პარლამენტმა. ჩვენი ღრმა რწმენით, ამას სჭირდება რიგგარეშე სესია, ამ დღეებში ჩვენ გვქონდა საინტერესო კონსულტაციები ამ სფეროებში ექსპერტებთან, უახლოეს ხანებში გვექნება მათთანაც შეჯერებული სამოქმედო გეგმა. სხვადასხვა პარტიასაც აქვთ ძალიან საინტერესო წინადადებები და ჩვენ მგონი, მზად ვიქნებით, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდეთ და ჩვენი პოზიციები გავუზიაროთ, რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა პირველ რიგში, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები რაც დევს ხელის გულზე პირველი მოსმენით მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდებით იმ დღის წესრიგით, რომელიც ჩემი ვარაუდით, ორშაბათისთვის მზად იქნება, ესაა გეგმა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა. ხვალ არ ვიცი, რა შეხვედრაზეა საუბარი. მე პირადად, არც შეხვედრაზე მივუწვევივარ ვინმეს. ერთ პუნქტზე შეხვედრააო მითხრეს და არ ვიცი ვინ მიდის და ვინ არა. ასე ცალკე ამოგლეჯილად საკითხები არ წყდება. პარლამენტს სჭირდება თავის სამოქმედო გეგმა. „ლელო“ სხვა პარტიებთან ერთად ამ თემაზე შევხვდებით ყველას. შევთავაზებთ “ქართულ ოცნებას” ამ ყველაფერს,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img