24.11.2024

ვახო სანაია – „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუტი მოკლა საქართველოში, ჩვენ ბოლო ბასტიონი ვართ და არ დავეცემით

დღეს ჩვენ გვახრჩობენ და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა გავუწოდოთ, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუებით. ყველა ინსტიტუტი მოკლა საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ ბოლო ბასტიონი ვართ და არ დავეცემით, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სანაიამ აღნიშნა, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ თავისუფალი სიტყვისთვის და მომავლისთვის.

„დღეს ჩვენ გვახრჩობენ და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა გავუწოდოთ, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენ ამას ვაჩვენებთ ჩვენი ბრძოლით. ჩვენ დაგპირდით, რომ მხოლოდ სტუდიებიდან კი არა, ქუჩაში ვიბრძოლებთ, თქვენთან ერთად ვიქნებით. ჩვენ მთავარი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ თქვენ, ისევე, როგორც თქვენ არ მიგვატოვებთ ჩვენ, ქართულ მედიას, იმიტომ, რომ თუ არ იქნება ქართული მედია, ჩვენ ვერ გავაგონებთ ჩვენს ხმას ერთამენთს. ყველა ინსტიტუტი მოკლა საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ ბოლო ბასტიონი ვართ და ჩვენ არ დავეცემით. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ჩვენი კოლეგა, ჩვენი თანამოქალაქე, შემდეგ როგორ გაწირეს ის მეორედ სიკვდილისთვის, როცა ლაფი მოსცხეს მის ხსოვნას, ამიტომ ჩვენ ამას არ შევეგუებით,“- განაცხადა სანაიამ მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img