ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, თუმცა სამ შემთხვევაში ის მოსახლეობამაც იგრძნო და საკმაოდ შეშფოთდა. ერთ-ერთი ბოლო მიწისძვრა 5 თებერვალს სომხეთში დაფიქსირდა, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც საკმაოდ იგრძნობოდა.
გახშირდა თუ არა მიწისძვრები და რამდენად საფრთხისშემცველია ეს? – ამ თემაზე “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტნიუსის” ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, არასწორი მშენებლობების გამო თბილისი დიდი საფრთხის წინაშე დგას.
” სომხეთში 5 თებერვალს, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ეს იყო დაუსახლებელი ტერიტორია და ნგრევა არ მოჰყოლია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ღმერთმა დაგვიფაროს, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რომ თბილისში მოხდეს, აი მაშინ რა უნდა ვქნათ, ეს არის საქმე.
2002 წელს 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა აღმოჩნდა დამანგრეველი თბილისისთვის, როცა ამდენი კორპუსი და ასეთი ცუდი ინფრასტრუქტურული პროექტები არ იყო ამ ქალაქში. არასდროს არ მითქვამს ასე ხელაღებით, მაგრამ უკვე ჩემს პროფესიულ ვალდებულებად ვთვლი მოსახლეობა, მთავრობა გავაფრთხილო: ის რაც ხდება ქართულ სამშენებლო სივრცეში, უკიდურესად საშიშია ამ ქვეყნისთვის. ცეცხლს ვეთამაშებით! ძალიან მინდა ეს ყველამ გაიგოს. ძალიან გთხოვთ, გაფრთხილდით!” – განაცხადა თეა გოდოლაძემ “პოლიტნიუსის” ეთერში
“საქართველოში, რაოდენობრივად ყველაზე მეტი მიწისძვრა ხდება ჯავახეთის ზეგანზე, 1991 წლის რაჭის მიწისძვრის სეგმენტზე, მუდმივად აქტიურია კახეთის სეგმენტი, თუმცა მას ყურადღება არ ექცევა, რადგან ნაკლებად გრძნობენ მოქალაქეები.
…საქართველო თანდათან გადადის თანამედროვე მონიტორინგის სისტემაზე, ამერიკელების ინვესტიციების დახმარებით, ახლა ქსელის აბსოლუტური მოდერნიზაცია მიმდინარეობს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ახალი სადგურები ექნება საქართველოს ზაფხულიდან. შემდეგი ეტაპია სწრაფი შეტყობინების სისტემების დანერგვა – უფრო ოპერატიულად გვექნება ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ. ჩვენ წინასწარ, წუთებით ადრე არ შეგვიძლია თქმა, უბრალოდ ვრეაგირებთ, ვსწავლობთ და ვავითარებთ მიწისძვრაზე მყისიერი რეაგირების ტექნოლოგიებს.
სასაზღვრო ზოლში რეალური პრობლემები გვაქვს. სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის ტერიტორიებზე მომხდარი მიწისძვრების შესახებ რომ ვთქვათ, დამოკიდებული ვართ ქსელზე, რამდენად კარგად არის განლაგებული აპარატურა და თუ ჩვენ ეს არ გვაქვს, გვიჭირს რეაგირება, სწორედ ამ მონიტორინგის სისტემების განვითარებას ვცდილობთ ახლა.
სწრაფი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია: დიდი მიწისძვრა როცა ხდება, როგორიც მოხდა სომხეთში (5 თებერვალს, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა), ეს იყო დაუსახლებელი ტერიტორია და ნგრევა არ მოჰყოლია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ღმერთმა დაგვიფაროს, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რომ თბილისში მოხდეს, აი მაშინ რა უნდა ვქნათ, ეს არის საქმე.
2002 წელს 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა აღმოჩნდა დამანგრეველი თბილისისთვის, როცა ამდენი კორპუსი და ასეთი ცუდი ინფრასტრუქტურული პროექტები არ იყო ამ ქალაქში
არასდროს არ მითქვამს ასე ხელაღებით, მაგრამ უკვე ჩემს პროფესიულ ვალდებულებად ვთვლი მოსახლეობა, მთავრობა გავაფრთხილო: ის რაც ხდება ქართულ სამშენებლო სივრცეში, უკიდურესად საშიშია ამ ქვეყნისთვის. ცეცხლს ვეთამაშებით! ძალიან მინდა ეს ყველამ გაიგოს. ძალიან გთხოვთ, გაფრთხილდით!” – განაცხადა თეა გოდოლაძემ “პოლიტნიუსის” ეთერში.