24.11.2024

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის მთავრობამ ვებგვერდი შექმნა

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობამ ვებგვერდი შექმნა – provax.ge . 

დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ, ვებგვერდიდან მიიღონ პასუხები მათ კითხვებზე.

„ვებგვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტრესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის. 

ვებგვერდზე აგრეთვე  შესაძლებელია  ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, განთავსებულია ასევე შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული  გეგმა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img