30 წლამდე ქალი, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა და შოკი განუვითარდა , თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევას უკვე იკვლევენ. არის ვარაუდი რომ ეს იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.
მედიცინის ექსპერტები განმარტავენ , რომ ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.
ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.