21.11.2024

ვარლამ გოლეთიანი – ხეობაში გზა ჩაკეტილია – გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ

ხეობაში გზა ჩაკეტილია – შემოსასვლელი რაჭიდან, ლეჩხუმშიც და ასევე ქუთაისიდან. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადააადგილდნენ. რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვეულებრივ გამვლელს, გადაადგილების პრობლემა არ ექნება – ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გოლეთიანის განმარტებით, მათი პოზიცია უცვლელია და კომპანია „ენკას” ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.

„ხეობაში გზა ჩაკეტილია – შემოსასვლელი რაჭიდან, ლეჩხუმშიც და ასევე ქუთაისიდან. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადააადგილდნენ. რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვეულებრივ გამვლელს, გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს უახლოეს დღეებში. უკვე ორი მანქანა მივაბრუნეთ დილით. ანუ, კომპანიის ტრანსპორტს ამ გზაზე უწევს გავლა, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა მარაგი შეიტანონ შიგნით, ამ გზაზე გავლას ვერ აცდებიან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ზოგადად დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამორიცხავს, რადგან ამ დროის განმავლობაში „რიონის ხეობის მცვლების” დარბევა ხუთჯერ მოხდა. შესაბამისად, გოლეთიანის თქმით, შესაძლოა, მსგავსი რამ მოხდეს ზოგადად.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img