22.11.2024

ვაშაძე – მე პირადად არ ვაპირებ, თუმცა ჩვენი გუნდიდან იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ პარლამენტში

მე პირადად არ ვაპირებ არცერთი თანამდებობის აღებას პარლამენტში, თუმცა ჩვენი გუნდიდან იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალაუფლების განაწილება არის ძალიან მნიშვნელოვანი კონპონენტი. ეს ჩვენი ევროპელი კოლეგების ინიციატივაა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით პრიორიტეტულია ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების დროული რეგისტრაცია, რომ ამან საარჩევნო გარემო შეცვალოს სრულფასოვნად ქვეყანაში, სრულად პროპორციულზე გადაგვიყვანოს და დაიწიოს ბარიერი. რაც შეეხება ძალაუფლების გადანაწილების საკითხს, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს, ალბათ, დავიწყებთ. მე პირადად, არ ვაპირებ არცერთი თანამდებობის აღებას, თუმცა, ჩვენი გუნდიდან, რაღა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ იმისთვის, რომ მეტად წარმოვადგინოთ ხალხის ხმა პარლამენტში და მეტად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, მეტად ვაიძულოთ “ქართული ოცნება” რომ პოლიტიკური კინკლაობის ნაცვლად იფიქროს ხალხის პრობლემებზე,”- განაცხადა ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img