22.11.2024

ვაშაძე შალვა პაპუაშვილს – გაემიჯნეთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელსაც ვითომ თქვენგან გამოყოფილი „ტროიკა“ ავრცელებს ხოლმე, გაემიჯნეთ აშშ-ს ელჩზე თავდასხმებს

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს, აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და „არ გააპრავოს“ ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები.

ვაშაძე პაპუაშვილს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ანტიდასავლური რიტორიკა ღიად დაგმოს.

„მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: – შეეშვით ცრუ საქმეს, შეეშვით საქმის იმიტაციას! თქვენ კონსტიტუციით მეორე პირი ხართ – ფორმალურად მაინც. ამიტომ გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. გაემიჯნეთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელსაც ვითომ თქვენგან გამოყოფილი „ტროიკა“ ავრცელებს ხოლმე. გაემიჯნეთ აშშ-ს ელჩზე თავდასხმებს, რასაც თქვენი თანაგუნდელები აკეთებენ. გაემიჯნეთ ანტიდასავლურ ისტერიას, რომელშიც ჩართულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, გამოდის, რომ თქვენ ოლიგარქიული რეჟიმის ერთი პატარა ჭანჭიკი ხართ, რომელიც მოქმედებს არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებს პარტიის ბოსების დავალებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img