„ვაშინგტონ პოსტი” იტყობინება, რომ ქაბულიდან აფრენილი ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავის შასის მექანიზმში ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა.
როგორც გამოცემა იუწყება, პილოტებმა ვერ შეძლეს შასის გახსნა და სასწრაფოდ დაეშვნენ მესამე ქვეყანაში. ეკიპაჟმა ცხედარი თვითმფრინავის ინსპექციის დროს იპოვა.
შეგახსენებთ, ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში გუშინ არეულობა მოხდა, რა დროსაც ასობით ადამიანი აფრენილ თვითმფრინავში მოხვედრას ცდილობდა. ქაოსის დროს 7 ადამიანი დაიღუპა.