ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე , 20 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საგამოძიებო ქმედებები უტარდება იმ ავტომობილს, რომლითაც მოხდა დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ოთხმა პირმა ,,რენჯ როვერის” მარკის მანქანაში მჯდომი პირი მანქანიდან გადმოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
,,რენჯ როვერის” მარკის ავტომობილზე 2 ტყვიის კვალი ემჩნევა.
ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს