მრავალი ჭირის მნახველი, X საუკუნის ქართული მონასტერი სამცხეში, რომელსაც ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით, თითქოსდა შვება უნდა ეგრძნო, ისევ თავიდან გახდა დევნის და შეურაცხყოფის მსხვერპლი. 103 წლის წინ, ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული სულისშემძვრელი წერილი და საუკუნის შემდეგ განმეორებული ისტორია – აფხაზეთში, სადაც ოკუპანტები ახლაც, როდესაც ამ ვიდეოს უყურებთ, ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ და რა გზით გაანადგურონ ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართული კულტურის ნაკვალევი.