22.11.2024

ვინ დატოვა და ვინ დარჩა პარტია „ევროპულ საქართველოში“?

„ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩიეს.

პარტიის გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე გახდა, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი. ასევე პარტიას ეყოლება საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივანი, სადაც გიორგი კანდელაკი აირჩიეს.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ პარტია დატოვეს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

როგორც უგულავამ განაცხადა, პარტიას განახლება სჭირდება და გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ.

„2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ.

პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ.“ – განაცხადა უგულავამ.

ბოკერიას თქმით, პარტიიდან აქამდეც წასულან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები, მ რომლებსაც მსგავსი ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებიათ.

„პატივს ვცემ გიგი უგულავას არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში, რაც „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი გუნდის ფასეულობებთან თანხვედრაში იქნება. იქამდეც ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, მაგრამ ამ ტიპის თავდახმებისგან ზოგს თავი შეუკავებია.“ – განაცხადა ბოკერიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტიის განახლების საკითხის გარშემო, ბოკერიასთან უთანხმოების საფუძველზე, „ევროპული საქართველო“ დატოვეს ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ. ასევე, ლევან თარხნიშვილმა, გივი თარგამაძემ და გოკა გაბაშვილმა დატოვეს. ასევე, პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა სერგი კაპანაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img