ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თანამდებობიდან მსოფლიოს 5 ქვეყანაში გაათავისუფლა.
უკრაინის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ელჩებმა თანამდებობები გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიის სამეფოში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და ინდოეთში დატოვეს. შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ელჩი გერმანიაში ანდრეი მელნიკი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი ფიგურა გახდა ადგილობრივი ხელისუფლების უმოწყალო კრიტიკით უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაგვიანების გამო.