24.11.2024

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი და კიდევ 4 ქვეყნის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი. კერძოდ, ზელენსკიმ თანამდებობიდან ელჩები შემდეგ ქვეყნებში გაათავისუფლა: საქართველოში – იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში – იური მუშკუ, პორტუგალიაში – ინაა იგნივეცი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში – სერგეი ბურდილიაკი, ლიბანის რესუბლიკაში – იგორ ოსტაშა.

ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს თანამდებობიდან გაათავისუფლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, გადაწყვეტილება ბაკანოვის გათავისუფლების შესახებ უკავშირდება ხერსონში წარუმატებელ ოპერაციას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img