ჩვენი ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მარიუპოლში, რუსული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ბოროდიანკაზე უფრო საშინელია.
,,ჩვენი ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანია. დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით”, – განაცხადა ზელენსკიმ.