03.12.2024

ზელენსკი – რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს რადიაციულ შანტაჟზე პასუხისმგებლები “როსატომის” თანამშრომლებიც არიან და მათ სანქციები უნდა დაეკისროთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ნორვეგიაში „ჩრდილოეთ ზღვების შელფის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნორმალური არაა, როდესაც „როსატომის” წინააღმდეგ დღემდე არ მოქმედებს დამბლოკავი სანქციები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული შანტაჟის გამო, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ სადგურზე მყოფ “როსატომის” კონკრეტულ თანამშრომლებს. არც ის არის ნორმალური, რომ რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ვიზა ევროპულ ქვეყნებში, რათა დაისვენონ ან “შოპინგზე” გაემგზავრონ, მაშინაც კი თუ ეს ადამიანი სამხედრო დამნაშავეა ან ეხმარება რუსეთის სახელმწიფოს ევროპის წინააღმდეგ.

არანაირი დათმობა ბანდიტებისთვის არ უნდა იყოს! მხოლოდ ახალი სასანქციო დარტყმები მათზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან რადიაციული შანტაჟის მიზნები ცინიკურია და გათვლილია უკრაინელების და ევროპელების დაშინებაზე, შანტაჟსა და იძულებაზე.

„უბრალოდ დაფიქრდით, რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია და აკეთებს ყველაფერს, რომ ევროპამ უყუროს საით წაიღებს ქარი ამ რადიაციას, იმ შემთხვევაში თუ კატასტროფა მოხდება. რუსეთს სურს, რომ ევროპამ თვალი დახუჭოს ომზე და ამისთვის ის ევროპაში შიდა ქაოსის პროვოცირებას ახდენს. რუსეთს სურს იარაღის ძალით წაგვართვას თავისუფლება, თქვენ კი – ამ კრიზისებით, რომლებსაც ის ქმნის და ამძაფრებს. რუსეთს სურს გაიძულოთ მიატოვოთ ევროპული ღირებულებები“,- განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img