24.09.2024
- Advertisement -spot_img

ჟურნალისტები – „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტებიც

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადებების შემდეგ – “მაუწყებელში არსებობს ე.წ. “შავი სიები” და ჟურნალისტებმა იციან ვისი ჩაწერა შეიძლება და ვისი არა”, განცხადებას ავრცელებენ “ახალი კვირის” ჟურნალისტებიც. თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი ადასტურებენ იმედა დარსალიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავენ, რომ  „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები.“

„როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ვფიქრობთ, რომ მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე.

გუშინ „ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ საჯაროდ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც გადაცემას ჰქონდა. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ახალი კვირის“ შეჩერების ფაქტის ალტ-ინფოს განცხადებებთან რაიმე კავშირს გამოვრიცხავთ და მიგვაჩნია, რომ მედიაში ამ თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.

ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია. ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია არხის ვებ-გვერდზე ნახოს.

ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი.

ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას.
P.S. კოლეგებს ვთხოვთ ამ განმარტებით ისარგებლონ, რადგან ამ ეტაპზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ“, – წერენ ჟურნალისტები განცხადებაში.

ცნობისათვის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა “ახალი კვირა”, რომელსაც პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება “ალტ-ინფო” ემუქრებოდა რეორგანიზაციის მიზეზით დახურა.

გუშინ „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ თქვა,რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემის რეორგანიზაცია მის წინააღმდეგ დაგეგმა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ცენზურას და იცავდა თითოეულ სიუჟეტს, რომელიც კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს ეხებოდა. მისი თქმით, მაუწყებელში არსებობდა, ე.წ. „შავი სიები” და ჟურნალისტებმა იცოდნენ, ვისი ჩაწერა შეიძლებოდა და ვისი არა.

დარსალიამ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სარედაქციო საქმიანობაში ერეოდნენ, არ დაასახელა და თქვა, რომ დეტალებზე სასამართლოში ისაუბრებს.

იმედა დარსალიას საჯარო განცხადდებების შემდეგ, ასევე, განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ბრალდებები, რომელთა ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტური მონაპოვარია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მატჩის ჩაწყობა თუ ტაქტიკური ხრიკი? ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი

გუნდი თამაშობდა წაგებაზე? საფრანგეთის მეკარის უცნაური ნაბიჯი სკანდალში გაეხვა. საფრანგეთს ბრალს დებენ თამაშის „ჩაწყობაში“ ხუთკაცა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img